← ბლოგზე დაბრუნება

11 საინტერესო ფაქტი სოკოების შესახებ

Secta · 17 ნოემბერი, 2026 · 5 min read

11 საინტერესო ფაქტი სოკოების შესახებ

ჩვენ secta-ში სოკოებით ცოტათი კი არა, საკმაოდ ვართ გატაცებული! უკვე რამოდენიმე წელია, ყოველდღიურად ვიკვლევთ მათ სამყაროს. ტრადიციული მედიცინის სფეროში მათი გამოყენების გარდა, არსებობს გასაოცარი ფაქტები სოკოების შესახებ.

  1. სოკოები არც მცენარეები არიან და არც ცხოველები

სოკოები ცოცხალი ორგანიზმების სრულიად დამოუკიდებელ სამეფოს მიეკუთვნებიან. თუმცა ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ ევოლუციური თვალსაზრისით ისინი მცენარეებზე მეტად ადამიანებთან არიან დაკავშირებული! მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ადამიანებსა და სოკოებს საერთო წინაპარი ჰყავდათ.

  1. დედამიწაზე უდიდესი ცოცხალი ორგანიზმი სოკოა!

გეგონათ, რომ ყველაზე დიდი ცოცხალი არსება ლურჯი ვეშაპია? არსებობს მანჭკვარას ოჯახის სოკოს ერთ-ერთი სახეობა - Armillaria solidipes, რომლის გავრცელების არეალი ორეგონის შტატში, ცისფერ მთებში, დაახლოებით 3.8 კილომეტრს მოიცავს.

ეს პარაზიტი სოკოა - ძირითადად მიწისქვეშ იზრდება და ხეების დაზიანება ან განადგურება შეუძლია. მასშტაბი კი მართლაც შთამბეჭდავია. 3. ზოგიერთი სოკო სიბნელეში ანათებს

როგორც აღმოჩნდა, ბუნებაში დაახლოებით 80 სახეობის ბიოლუმინესცენტური სოკო არსებობს. მეცნიერები დღემდე პოულობენ ახალ სახეობებს, რომლებსაც სიბნელეში ნათება შეუძლიათ.

ინდოეთში აღმოჩენილი ერთ-ერთი ასეთი სახეობა იმდენად კაშკაშად ანათებს, რომ ადგილობრივები მას „ელექტრო სოკოს“ უწოდებენ. ზოგიერთ ადგილას მას ბუნებრივ ფანრადაც კი იყენებენ.

რატომ ანათებენ ისინი? ეს პროცესი ლუციფერინებთან - სინათლის გამომყოფ ქიმიურ ნაერთებთან არის დაკავშირებული. ნათება მწერებს იზიდავს, ხოლო მწერები სოკოს სპორების გავრცელებას უწყობენ ხელს. საბოლოოდ, ეს ყველაფერი სახეობის გადარჩენასა და გამრავლებას ემსახურება.

  1. კორდიცეფსს შეუძლია ჭიანჭველების დაინფიცირება და მათი ქცევის შეცვლა!

ვისაც სერიალი „The Last of Us“ უნახავს, ალბათ მაშინვე გაახსენდება მისი სიუჟეტი.

კორდიცეფსის ზოგიერთი სახეობა ჭიანჭველებს აინფიცირებს. სოკოს ზემოქმედებით ჭიანჭველის ქცევა იცვლება და ის საკუთარ ბუდეს ტოვებს, რათა ახლომდებარე მცენარის ღეროზე ავიდეს - მაღალ ადგილას, რომელიც სოკოს განვითარებისთვის ხელსაყრელია.

შემდეგ ჭიანჭველის სხეულიდან სოკოს ნაყოფსხეული იზრდება და ბოლოს თავის მისიას შეასრულებს და სპორებს გამოაფრქვევს. ეს ბუნების რეალური „ზომბი“ ისტორიაა !

  1. სოკოებს საკუთარი ქარის შექმნაც შეუძლიათ!

ადრე მიიჩნეოდა, რომ სოკოები სპორების გასავრცელებლად მხოლოდ ბუნებრივ ქარს იყენებდნენ. თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ შეუძლიათ ჰაერის ნაკადის თავად შექმნაც.

სოკოები გამოყოფენ წყლის ორთქლს, რომელიც მათ გარშემო მცირე ლოკალურ ჰაერის ნაკადს წარმოქმნის. ორთქლის გაცივება კი ჰაერის მოძრაობას უწყობს ხელს. ასე რომ, სოკოებს სპორების გავრცელებისთვის ყოველთვის ბუნებრივი ნიავის იმედი არ აქვთ!

  1. სოკოებს კოსმოსშიც შეუძლიათ გადარჩენა

ნუთუ სოკოები კოსმოსიდან არიან? შესაძლოა არა, მაგრამ კოსმოსურ გარემოში მათი გამძლეობა ნამდვილად საინტერესოა.

კვლევებმა აჩვენა, რომ კოსმოსში გადატანილ ზოგიერთ სოკოს შეუძლია რადიაციის ძალიან მაღალი დოზების გადატანა და გადარჩენა.

  1. კალმახა სოკოები მტაცებლები არიან!

შეიძლება სოკო ხორცისმჭამელი იყოს? კალმახა სოკოს (Oyster Mushroom) მიცელიუმს შეუძლია გამოყოს სპეციალური ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც მრგვალ ჭიებს იზიდავს.

მათი მოზიდვის შემდეგ სოკო იჭერს და ინელებს მათ. საკმაოდ მოულოდნელი ფაქტია, არა?

  1. ჩაგა ანტიოქსიდანტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა

ჩაგა შეიცავს ანტიოქსიდანტურ ნაერთებს. ანტიოქსიდანტები მონაწილეობენ ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების ზემოქმედების შემცირებასა და ოქსიდაციურ სტრესთან დაკავშირებულ პროცესებში.

სწორედ ამიტომ ჩაგა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ბუნებრივი პროდუქტებისა და სოკოების კვლევის სფეროში.

  1. სოკოს შეუძლია უკვდავება მოგვანიჭოს?

ეს შესაძლოა ცოტა გადაჭარბებული ნათქვამი იყოს. თუმცა რეიშის სოკოს ხშირად „უკვდავების სოკოს“ უწოდებენ.

ჩინეთში მას ათასობით წლის განმავლობაში განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ. ტრადიციულად მიიჩნევდნენ, რომ რეიში ხელს უწყობს იმუნიტეტისა და ენერგიის შენარჩუნებას, მოდუნებასა და ორგანიზმის გაწმენდას.

  1. სოკოები ხეებს ერთმანეთთან კომუნიკაციაში ეხმარებიან

მიკორიზული სოკოები მცენარეებისა და ხეების ფესვებთან სიმბიოზურ ურთიერთობას ამყარებენ.

მარტივად რომ ავხსნათ, სოკოები მცენარეებს ეხმარებიან ნიადაგიდან საკვები ნივთიერებების მიღებაში, სანაცვლოდ კი მცენარეებისგან მარტივ შაქრებს იღებენ.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის!

მიცელიუმის ქსელი სხვადასხვა სახეობის მცენარეებსა და ხეებს შორის საკვები ნივთიერებებისა და გარკვეული სიგნალების გაცვლასაც უწყობს ხელს. ამ ქსელს ხშირად „Wood Wide Web-ს“ - ტყის ინტერნეტს უწოდებენ.

ეს ფართო ქსელი მცენარეებს შორის რესურსების გადანაწილებასა და გარემო პირობებზე რეაგირებაში მონაწილეობს. მაგალითად, გვალვის, მავნებლებისა და დაავადებების შესახებ სიგნალების გადაცემაში.

საოცარია, არა?

  1. კორდიცეპსის ერთერთი ველური სახეობა - იარსა გუნბუ - მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სოკოა

იარსა გუნბუ (Yartsa Gunbu), რომელსაც მუხლუხოს სოკოსაც უწოდებენ, პარაზიტული სოკოა. ის მუხლუხოს აინფიცირებს, საბოლოოდ კლავს მას და მის სხეულს საკუთარი განვითარებისათვის იყენებს. შედეგად, სოკოს ნაყოფსხეული მუხლუხოს თავიდან იზრდება.

ტრადიციულ მედიცინაში მას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და ენერგიისა თუ გამძლეობის გასაძლიერებლად.

ამ სოკოს ფლობა და მოხმარება გარკვეულ კულტურებში მაღალი სოციალური სტატუსის სიმბოლოდაც ითვლება.

მისი ფასი შეიძლება ერთ უნციაზე (დაახლოებით 28 გრამზე) 2,000 დოლარს აღწევდეს, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სოკოდ აქცევს. სოკოებით ხართ გატაცებული? აღმოაჩინეთ სოკოების საოცარი სამყარო და გაიგეთ მეტი მათ შესახებ!

გააზიარეთ სტატია

მიიღეთ 10%-იანი ფასდაკლება პირველ შეკვეთაზე

გამოიწერეთ და მიიღეთ ექსკლუზიური სიახლეები, ინფორმაცია ახალი პროდუქტების შესახებ და სპეციალური ფასდაკლებები.

  • მეგობრული მხარდაჭერა