1993 წ. გოგონები, რომლებმაც მსოფლიო გააოცეს
შტუტგარტი, 1993 წელი, მსოფლიო ჩემპიონატი. ჩინელმა მორბენლებმა, რომლებზეც აქამდე თითქმის არავის სმენოდა, 5000 მეტრზე სამივე მედალი აიღეს. 10 000 მეტრზე კი ოქრო და ვერცხლი. რამდენიმე კვირაში კი პეკინში 20 წლის ვანგ ძიუნსიამ ისეთი სიჩქარით ირბინა, რომ 10 000 მეტრი 29 წუთსა და 31 წამში დაფარა. ქალებს შორის ასე სწრაფად ადრე არავის ურბენია. ამ რეკორდს 23 წელი ვერავინ აუმჯობესებდა. ყველა ერთსა და იმავეს ეკითხებოდა: როგორ?
მწვრთნელის პასუხი: მუხლუხოს სოკო
მწვრთნელმა მა ძიუნრენმა ასეთი რამ თქვა: მაღალმთიანი ვარჯიში ტიბეტში და ნაყენი უცნაური ტიბეტური სოკოსგან, რომელიც მატლზე იზრდება. წარმოიდგინეთ ჟურნალისტების სახეები: სოკო, რომელიც მატლზე იზრდება? ეს ამბავი მსოფლიო მედიაში სწრაფად გავრცელდა. ზოგმა არ დაიჯერა: საერთაშორისო ათლეტიკის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შოუა.
იაკები და მწყემსები
ტიბეტურად მას „იარცა გუნბუ“ ჰქვია. ლეგენდის მიხედვით, ნეპალელმა მწყემსებმა შენიშნეს, რომ მაღალმთიან მინდორზე ძოვის შემდეგ იაკები უფრო ენერგიულები არიან. მწყემსებმა ბალახში ეს სოკო იპოვეს და თვითონაც სცადეს. სოკოს პირველად მე-15 საუკუნის ტიბეტურ ტექსტშია, სადაც მას ყველა სიამოვნებათაგან ყველაზე მშვენიერს უწოდებენ.
რა მოხდა შემდეგ
1993 წლის შემდეგ სოკოზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. ნეპალში მესოკოვეები გრამში 25 დოლარზე მეტს იღებდნენ, საცალო ფასი კი გრამზე 150 დოლარსა და მეტსაც აღწევდა. თან სოკოს პოვნა ძნელდებოდა: სადაც ადრე თვეში 150-200 ცალს პოულობდნენ, იქ ახლა 10-30 ს. ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში მისი შეგროვება სოფლის ნაღდი შემოსავლის დაახლოებით 40%-ს შეადგენდა. სოკომ მორბენლებს რეკორდები მოუტანა თუ არა, ვერავინ დაამტკიცა. მაგრამ ამ ისტორიამ ეს სოკო მთელ მსოფლიოს გააცნო.
მოთხოვნის ზრდის შემდეგ ჩინელებმა სოკოს მიცელიუმის ლაბორატორიაში გაზრდა ისწავლეს. დღეს ბაზარზე ძირითადად ამ სოკოს ნათესავი - Cordyceps militaris გვხვდება, ველური ტიბეტური კი ძალიან იშვიათი და ძვირია.
წყაროები
• What Does Science Say About the Health Benefits of Cordyceps?, HowStuffWorks
• John R. Platt, Yarsagumba: Aphrodisiac Fungus Faces Extinction in Nepal, Scientific American
• IAAF to probe Chinese letter pointing to systematic doping by Ma, Reuters/SBS, 2016
• Sporting Controversies: Ma's Army, The Irish Times
• IAAF lets sport down, TimesLIVE, 2016
• Wang Junxia, Wikipedia
ტექსტი დაწერილია ამ წყაროების საფუძველზე ჩვენი სიტყვებით. ეს ისტორიული და პოპულარულ-მეცნიერული მიმოხილვაა და არა სამკურნალო რჩევა.
