← ბლოგზე დაბრუნება

თეთრი შხამა - სოკო რომელმაც ორი იმპერატორი და რომის პაპი იმსხვერპლა

secta · 21 ნოემბერი, 2026 · 5 min read

თეთრი შხამა - სოკო რომელმაც ორი იმპერატორი და რომის პაპი იმსხვერპლა

ძველ რომში სოკოს „ღმერთების საჭმელს“ ეძახდნენ. გემრიელიც იყო, პრესტიჟულიც და, როგორც მალე გაირკვა, არცთუ ისე უვნებელი. ეს ამბავი სამ მნიშვნელოვან ადამიანზე გვიყვება: ორ იმპერატორსა და ერთ პაპზე. სამივეს სიკვდილში ერთსა და იმავე სოკოს ადანაშაულებენ: Amanita phalloides-ს, ინგლისურად death cap-ს. ერთი სიტყვით, ტყის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ბინადარს.

იმპერატორ კლავდიუსის უკანასკნელი ვახშამი

54 წლის 12 ოქტომბერს 64 წლის იმპერატორმა კაპიტოლიუმში ნადიმი გამართა. რამოდენიმე დღეში კი გარდაიცვალა. რომში ყველა დარწმუნებული იყო რომ მისმა ცოლმა - აგრიპინამ სოკოს კერძში შხამიანი სოკო შეურია.

ამ ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ კლავდიუსი რაღაც მომენტში უკეთ გახდა - რაც ძალიან გავს ამატოქსინით მოწამვლის სიმპტომებს.

ნერონი ტახტზე ავიდა, კლავდიუსი კი, რომაული წესით, ღმერთად გამოაცხადეს. მისმა მემკვიდრემ ნერონმა კი ხუმრობით თქვა - სოკო მართლაც ღმერთების საჭმელი ყოფილა, რადგან კლავდიუსი სოკოთი ღმერთთან გაემგზავრაო.

რომის პაპი, 1534 წელი

1534 წლის 25 სექტემბერს რომში გარდაიცვალა პაპი კლემენტ VII, ჯულიო დე მედიჩი, 56 წლის ასაკში. ის მედიჩების ფლორენციული ოჯახიდან იყო და 1523 წლიდან ეკლესიას მართავდა. მისი გარდაცვალების შესახებ ორი ჭორი დადიოდა. პირველის თანახმად, პაპს მწვანე შხამასოკო უჭამია. მეორეს მიხედვით, მისი ოთახის ჰაერი მოწამლული სანთლებით იყო დაბინძურებული.

ვენა, 1740 წელი

1740 წლის ოქტომბერში ავსტრიის იმპერატორ კარლ VI ს ცხელება დაეწყო და მალევე გარდაიცვალა. ერთი ვერსიით, მან ეს თავისი საყვარელი სოკოს კერძით მოახერხა. ეს ვერსია ვოლტერის მოგონებებზეა დაფუძნებული ამიტომ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რა როლი ითამაშა სოკომ. თუმცა ჭორებს თანახმად სიკვდილის წინ იმპერატორი აღნიშნავდა რომ ამაზე გემრიელი კერძი ცხოვრებაში არ ჰქონდა ნაჭამი. (არადა გემრიელი კერძები წესით გასინჯული უნდა ჰქონოდა)

ამ მწვანექუდიან სოკოს ლათინურად Amanita phalloides ჰქვია. 1727 წელს ფრანგმა ბოტანიკოსმა სებასტიენ ვაიანმა ის ასე აღწერა: ბინძურად მომწვანო სოკო რგოლიანი ფეხითა და განიერი ქუდით. და ის ამატოქსინს შეიცავს - სასიკვდილო ტოქსინს რომელსაც ვერ ანეიტრალებს ვერც მოხარშვა და შეწვა, ვერც გაყინვა ან გამოშრობა.

ასე რომ ამ ისტორიებიდან ერთი სასტიკი გაკვეთილი გამომდინარეობს - მესოკოვის მთავარი წესი - თუ სოკო 100%-ით არ იცი, არ შეჭამო.

გააზიარეთ სტატია

მიიღეთ 10%-იანი ფასდაკლება პირველ შეკვეთაზე

გამოიწერეთ და მიიღეთ ექსკლუზიური სიახლეები, ინფორმაცია ახალი პროდუქტების შესახებ და სპეციალური ფასდაკლებები.

  • მეგობრული მხარდაჭერა